Translate

Thursday, December 20, 2012

ბიოგრაფია

კარავაჯო დაიბადა 1573 წლის 28 სექტემბერს ლომბარდის პატარა სოფელ კარავაჯოში. მისი მამა, ფერმო მერიზი, იყოეკონომისტი და არქიტექტორი მარკიზ დე კარავაჯოსი, რომლის მამულშიც შესაძლებელია დაიბადა მიქელანჯელო. დაბადების ადგილმა განსაზღვრა მისი ფსევდონიმი, რომელმაც გვარის ადგილი დაიკავა.
ავტოპორტრეტი

კარავაჯოს მოწაფეობის წლები



როგორც ხშირად ხდებოდა იმ დროს. ადრე დაობლებული კარავაჯო უფროსმა ძმამ სასწავლებლად მიაბარა მილანში მომუშავე მხატვარს, სიმონე პეტერცანოს. 1584 წლის აპრილში დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ბიჭს ოთხი წლის განმავლობაში უნდა ეცხოვრა და ესწავლა ოსტატთან.მილანში გატარებულ სწავლების ამ ოთხ წელს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. აქ, მე-16 საუკუნეში ფართო განვითარება ჰპოვა მანერიზმმა. თვით სიმონე პეტერცანო იყო მანერისტი, თუმცა ის ამაყად ამბობდა, რომ იყო ტიციანის მოწაფე. მასთან
კარავაჯოს შეეძლო მიეღო საჭირო პროფესული სიახლეები, მაგრამ ამავე დროს გაეთავისა მანერისებული მხატვრული ხერხები. უკანასკნელი ნამდვილად იხატება ერთადერთ შენარჩუნებულ სურათში, რომელიც მიეკუთვნება მკვლევარების აზრით კარავაჯოს მოწაფეობის ხანას. ეს - “პავლე მოციქულის მიმართვა” ბალბის კრებულისადმი. მისწრაფება გადმოსცემს საოცრად ზებუნებრივი მოვლენის ხასიათს, ფიგურების ნერვიულ და უზომო მოძრაობას, არეული და
კომპოზიცია გადატვირთული დეტალებით – ყველაფერი ეს მოწმობს მანერიზმის გავლენას.
კარავაჯო მილანში გაეცნო რენესანსის ოსტატთა შემოქმედებას, რომლებიც მიეკუთვნებიან ლეონარდო და ვინჩის სკოლას და შეეძლო აეთვისებინა ბევრი მიღწევა, რომლებითაც ლეონარდომ გაამდიდრა მხატვრობა, ადამიანის სხეულის ცოდნა, მისი აგებულება და მისი მოძრაობა, სურათის სიზუსტე და გააზრებულობა, კანონზომიერი უბრალოება კომპოზიციურ გადაწყვეტაში, ფორმათა ანალიზის შეჯამებაში და მისწრაფება ხაზგასმულ გამოვლენაში მისი მოცულობისა და შუქ-ჩრდილების მოდელირების დახმარებით. ყველაფერი ეს კარავაჯოს შეეძლო გადაეღო უდიდესი ფლორენციელის მოწაფეებისაგან.
ბუნების ფორმათა წარმოქმნის მთავარი საშუალებანი ლეონარდოსი და მისი მიმდევრებისათვის იყო სურათი და შუქ-ჩრდილები. დასაფიქრებელია, რომ შემთხვევითი არ არის კარავაჯოს მხატვრული მანერა ასევე განისაზღვრებოდეს უპირველესად სურათისა და შუქ-ჩრდილების გამოყენებით. ვენეციელი ოსტატებიდან ის იყო ყველაზე ახლოს ჯორჯონესა და მისი თანამიმდევართა მანერასთან, ვიდრე ტიციანსა და ტინტორეტოს მხატვრობასთან.

კარავაჯოს ყველაზე ადრეული ნახატი


კარავაჯოს პირველი ნახატი
სავარაუდოა, რომ კარავაჯოს ერთი ყველაზე ადრეულ ნახატს წარმოადგენს: “ბიჭი ხილის კალათით”. ყველაფერი გადმოცემულია საღებავების ერთნაირ სწორ, თანაბარ, სქელ ფერებში, ცალკეული გასმები, რომლებიც შეუძლებელია განასხვავო. ასეთ მხატვრულ მანერაში შესრულებულია მისი სხვა ადრეული ნახატებიც, რომლებიც შინაარსობრივათაც და ხასიათითაც ახლოსაა მის “ბიჭი ხილის კალათით” ნახატთან. სურათში “ვაკხ” მითოლოგიური ღვინის ღნერთი არებულია ცოცხალი კონკრეტული მოდელიდან. ლამაზი ახალგაზრდა, დახატული წელამდე ტიპიურ რომაელ წარმოადგენს. იგი დაუდევრადა დაყრდნობილი ერთ იდაყვზე, ხოლო მეორე ხელიტ აწვდის ღვინით სავსე სასმისს მის მაყურებელს, თითქოს უშუალო კონტაქტს ამყარებს მასთან და შლის საზღვარს რეალურ სივრცესა და იმ სივრცეს შორის, რომელიც გამოსახულია ტილოზე.
სურათში “ავადმყოფი ბიჭი” ისევ ყმაწვილის ნახევრადფიგურული გამოსახულებაა გადმოცემული. არსებობს მოსაზრება თითქოს ეს არის კარავაჯოს ავტოპორტრეტი მის მიერ შესრულებული ავადმყოფობის დროს. კარავაჯო არ სცილდება იმ უბრალო, მჭიდროდ დაკავშირებულ ადამიანის ცხოვრებისა და მისი სულიერი მდგომარეობის ჩარჩოებს, რომელსაც ოსტატურად აფიქსირებს თავის ადრეულ შემოქმედებაში, სადაც ის მიისწრაფის უფრო დრამატული მომენტებისაკენ. ამ მიმართულებით დამახასიათებელია მისი არაჩვეულებრივი ნახატი “ბიჭი ხვლიკის ნაკბენით”. იმავე პერიოდის მთელ რიგ ნახატებში ჩვენ ვხვდებით ქალთა სახეებსაც, რომლებშიც ასევე გამოყენებულია კონკრეტული ცოცხალი მოდელები. ნახატზე “მარია მაგდალინა” წინა პლანზე ჩანს ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ზის ხის დაბალ სკამზე. სცენისა და ხასიათის რეალურობას მთლიანობაში აძლიერებს ის, რომ მაგდალინა ჩაცმულია იმ დროის მდაბიო ქალის სადღესასწაულო კაბაში. ჩვეულებრივ, კარავაჯო თითქმის არ აჩვენებს ადამიანის მდგომარეობას. გოგონას ფიგურა სავსეა შუქით, მასზე ცოტა ჩრდილია, ხოლო მოცულობა კი – ოდნავაა გამოკვეთილი. სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ მაგდალინა ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნამუშევარია.
მის მიერ ცოტა მოგვიანებით შესრულებულ ნახატში “წმინდა ეკატერინე” - სახეში ბევრი მსგავსებაა მაგდალინასთან. ხოლო წმინდა ეკატერინეს მოწამებრივი ცხოვრება ლაპარაკობს იმაზე, რომ ჩვენს წინაშეა რელიგიური სიუჟეტი. სწრაფვა გაძლიერებული გამომსახველობისკენ და ეფექტების მოსახდენად კარავაჯო მიმართავს “მედუზის თავის” გამოსახულებას. თუ “ ნაკბენ ბიჭში” იგრძნობოდა მხატვრის მხრიდან მსუბუქი, მაგრამ მაინც დრამატულ სიუჟეტთან შეჭიდება, სამაგიეროდ აქ ეს ვლინდება უფრო მკვეთრად მითოლოგიური ურჩხულის მედუზა გორგობას სახით. იმავდროულად კარავაჯო ხატავს ნატურმორტს, სადაც გამოყოფილია დამოუკიდებელი ჟანრი. ერთადერთ უტყუარ ნიმუშად ამ ჟანრის სურათებისა წარმოადგენს “ილის კალათა”.კარავაჯოს არც ერთ სურათში არ არის აღბეჭდილი ასეთი მრავალსახეობა მატერიალისტული სამყაროს საგნებისა, აგრეთვე გარდამავლობა ფერთა შუქჩრდილებისა, რომელიც შესრულებილია უდაოდ მაღალი ოსტატობით. მსოფლიო ფერწერაში არ მოიპოვება არც ერთი ნატურმორტი, რომელიც ახლოს იქნებოდა ამ არაჩვეულებრივ, უცნაურ, თავისებურ და განუმეორებელ ნახატთან. ეს შედევრი ნათლად მიგვანიშნებს იმაზე, რომ მხატვარმა მიაღწია შემოქმედებით სიმწიფეს. კარავაჯო არა მხოლოდ რელიგიურ სცენებს, არამედ ჟანრულ ჯგუფებსა და ნატურმორტებსაც დიდი ფორმატის ტილოებზე ასრულებს, როგორც მონუმენტურ-დეკორატიულ სურათებს.

კარავაჯო ციხეში


1605 წლის 28 მაისს იგი ხანჯლის ტარებისთვის აღმოჩნდა ციხეში. მის მეგობრებს კი სჯეროდათ მისი, როდესაც ის საწამებლად მიჰყვადათ ციხეში, იმისთვის რომ ვიღაცას შეურაწყოფა მიაყენა. იმავე წლის სექტემბერში იგი ისევ ღებულობს მონაწილეობას ჩხუბში და მოწინააღმდეგეს ფანჯარას უმსხვრევს. მისთვის იარაღის ტარება არ იყო შემთხვევითი, ეს იყო მისი ხასიათისთვის დამახასიათებელი. ეს არ იყო ხელოვნების წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ ბრძოლა გაბატონებული საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ. იგი მუშაობდა სურათზე “მადონა დილარეტო” 1605 წელს. მან დუელში გაიწვია ყოფილი ნოტარიუსი, მარიანო პასკაველი, რომელმაც მას შეურაწყოფა მიაყენა. მიზეზი იყო მხატვრის მოდელი გოგონა. მადონაზე მუშაობის დროს მხატვარიაშუქებდა სრულყოფილ დეტალებს, შემონახულია გოგონას სახელი - ლენა. დუელის დროს პასკაველო დაიჭრა. კარავაჯო გენუაში გაიქცა, მას ეგონა რომ მოწინააღმდეგე მოკლა. ერთი თვის შემდეგ, როდესაც კარავაჯომ გაიგო, რომ მისი მოწინააღმდეგე ცოცხალია, იგი დაბრუნდა რომში და 26 აგვისტოს პასკაველოსგან მიიღო შეწყალება.
ამის შემდეგ კარავაჯო იწყებს თავისი ნახატების ხატვას. სურათები “მადონა გველთან” და “მარიას სიკვდილი” - მისი შემოქმედების უმაღლესი მწვერვალებია. სურათი “მარიას სიკვდილი” ღირსეულად იდგა რემბრანტის სურათების გვერდით. ეს არის მის შემოქმედებაში ერთ-ერთი საუკეთესო ხელოვნების ნიმუში. იგი ითვლება მე-18 საუკუნის იტალიის რეალისტური ხელოვნების მწვერვალად.

გთავაზობთ BBC-ს რეპორტაჟს რომელშიც ცდილობენ ახსნან თუ რა პირობებში და როგორ გარდაიცვალა მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯო.მის გარდაცვალებასთან დაკავშირების უამრავი ვერსია არსებობს :


ტრაგიკული შემთხვევა


1606 წლის 20 მაისს მოხდა განსაკუთრებული შემთხვევა, რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა მხატვრის ცხოვრება: ბურთის თამაშის დროს, მოხდა ჩხუბი, რომლის შედეგად დაიღუპნენ მისი მოწინააღმდეგეები ანტონიო ბამონი და მხატვარი რაკუჩო თამაზაკა. კარავაჯოს სურათები შეღებილი იყო მათი სისხლით. ჩხუბის დროს მძიმედ დაიჭრა თავში თვით კარავაჯო. თავდაპირველად იგი იმალებოდა. ამ დროს მან დაწერა"მარია მაგდანელი", “ტრანეზუ ემლაური”, მაგრამ ეს სურათები არ არის შემორჩენილი. კარავაჯოს ეგონა, რომ შეიწყალებდნენ, რადგან მკვლელობა შემთხვევით მოხდა და თვითონაც დაზარალდა. მეგობრებიც ცდილობდნენ მის დახმარებას, მაგრამ უშედეგოდ. მისი ჩამოსვლა პაპის ოლქში იყო სარისკო და 1607 წლისა გვისტოში ის ნეაპოლში წავიდა: ამით დასრულდა მისი ბოლო წლები რომში. პაპის შეწყალებას მისი მეგობრები ელოდნენ და ამავე დროს ცდილობდნენ გროსმეისტერ ჯინახურისგან კურთხევას. ამასთან დაკავშირებით მან დაწერა და გააგაზავანა მალტაზე სურათი სალენეგოს გამოსახულებით.
ყველა ცდილობდა მხატვრის მხარდაჭერას, მაგრამ უშედეგოდ. ერთხელ იგი ბავერნის კართან დაიჭრა. კარი შეიარაღებული ხალხით იყო გარშემორტყმული. მხატვარი ისე დაიჭრა სახეში, რომ მისი ცნობა ყოვლად შეუძლებელი იყო. ჭრილობის მოშუშების შემდეგ მან გადაწყვიტა რომში დაბრუნებულიყო ზღვის გავლით. პორტში ესპანეთის მცველებმა შეცდომით დააკავეს კარავაჯო. იგი ციხეში ჩასვეს და გაძარცვეს. როდესაც ყველაფერი გაირკვა, ციხიდან გამოუშვეს, მაგრამ იგი სახსრების გარეშე დარჩა, ფული აღარ ჰქონდა. ორგანიზმი დაუსუსტდა და ავადმყოფობას წინააღმდეგობას ვეღარ უწევდა.
18 ივნისს 1610 წელს იგი გარდაიცვალა მალარიით (ციებ-ცხელებით). ასე ტრაგიკულად დამთავრდა დევნილი და მოხეტიალე იტალიელი რეალისტი მხატვრის მგზნებარე და სევდიანი ცხოვრება, რომელმაც ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი დაიკავა მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში.



ცნობები სურათების შესახებ

კონცერტი
კონცერტი (1595)

კარავაჯომ თავისი პირველი ავტოპორტრეტი დახატა ტილოზე "კონცერტი",რომესლაც სხვა სახელწოდებითაც ("მუსიკოსები")იცნობენ(დაახლ. 1595).იგი უკანა პლანზე მარჯვენა მხარეს დახატული მომღერალია.
მადონა გველით
მადონა გველით (1605)

"ეს სურათი ვულგარულობის,სიწმინდეთა შებილწვის,ურწმუნობისა და ცუდი გემოვნების ნიმუშია.ჩანს,რომ იგი დახატა მხატვარმა,რომელმაც იცის თავისი საქმე,მაგრამ დაბინდული აქვს გონება,შორს არის ღვთისაგან,მისი თყვანისემისა და ყოველი კეთილი აზრისაგან",- წერდა ვატიკანის კურიის ერთ-ერთი კარდინალი,რათა დაესაბუთებინა თავისი უარი ამ ტილოს მიღებაზე,რომელიც აგრეთვე ცნობილია სახელწოდებით "მეჯინიბეთა მადონა".

მეჯინიბეთა საძმოსთვის სურათის დახატვა კარავაჯოს პაპმა პავლე V-მ დაუკვეთა სციპიონე ბორგეზეს მეშვეობით.სურათმა საშინელი სკანდალი გამოიწვია და კარავაჯოსთვის სამუდამოდ დაიკეტა ვატიკანის კარი.
დავითი და გოლიათი
დავითი და გოლიათი (1609-1610)

ამ სულისშემძვრელ სურათში კარავაჯო "წმინდა პეტრეს ჯვარცმის" მსგავსად აღრმავებს კავშირს,რომელიც ჯალათსა და მის მსხვერპლს შორის არსებობს.დავითს,რომელსაც მხატვრის ახალგაზრდა სატრფო ჩეკო განასახიერებს,თმით უჭირავს გიგანტი გოლიათის მოჭრილი თავი,რომელიც თავად კარავაჯოს ავტოპორტრეტია.მთლიანად სურათი საზარელ და შიშის მომგვრელ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ავტოპორტრეტი:
მხატვრის ავტოპორტრეტსი,რომელიც გიგანტი გოლიათის მოჭრილ თავს განასახიერებს,მოჩანს უამრავი იარის ნაკვალევი,რომლებიც მას სიცოცხლის ბოლო წლებში ტანჯავდა.დიდმა ნაიარევმა დაღი დაასვა მხატვრის სახეს მას შემდეგ,რაც უცნობებმა სასტიკად სცემეს ნეაპოლში.



საინტერესო ფაქტები კარავაჯოზე

”მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯოს ბნელისა და ნათლის ოსტატს უწოდებენ და ავიწყდებათ, რომ უმისოდ ვერ იქნებოდნენ რიბერა, ვერმეერი, დე ლა ტური ან რემბრანდტი, ხოლო დელაკრუა, კურბე და მანე სხვაგვარად დახატავდნენ” - რობერტო ლონგი

”კარავაჯოს იმდენად უჭირდა და იმედდაკარგული იყო, რომ ოთხ სანტიმად ხატავდა თითო სურათს და ხანდახან დღეში სამი სურათის დახატვა უწევდა” - ჯოვანი ბელორი


”კარავაჯო ცხოვრობდა ბიუროკრატიული ძალაუფლების, პოლიციური აზროვნებისა და შიშნარევი კონფორმიზმის ეპოქაში... მაშინ, როცა შემოქმედებითი უნარის მქონე გონიერი ადამიანები სასტიკად ისჯებოდნენ” - პიტერ რობი


”სიმახინჯის წინაშე უკან დახევა კარავაჯოსათვის მხოლოდ დასაგმობი სისუსტე იყო. იგი ყველაფერზე მაღლა სიმართლეს აყენებდა, სიმართლეს, როგორსაც თავად ხედავდა. მას არ იზიდავდა კლასიკური მოდელები, არავითარ მოწიწებას არ გრძნობდა იდეალური სილამაზის მიმართ. მას სურდა გათავისუფლებულიყო პირობითობისაგან და ძირეულად შეესწავლა ფერწერის პრობლემები” - ერნსტ გომბრიხი


”მისი ზოგიერთი სურათი დამკვეთებმა უარყვეს, რადგანაც მეტისმეტად ულამაზოდ მიიჩნიეს. სიმახინჯე ჯერ კიდევ არ მეფობდა ქვეყნად - სტენდალი


”კარავაჯო ყოველთვის სხვაზე მეტად გამოხატავს პლასტიკასა და სინათლესთან დაკავშირებულ თავის ფუნდამენტურ პრინციპებს. ამით იგი XVII საუკუნის ევროპის უდიდესი გენიოსების: ფრანს ჰალსის, რემბრანდტისა და ადრეული ველასკესის წინამორბედად გვევლინება” - ადოლფო ვენტური


”კარავაჯოს ეყო სიმამაცე, რომ ეხატა”- ანტონიო პალომინო







წყარო : კარავაჯო - დიდი მხატვრები (კვირის პალიტრის კოლექცია)