კარავაჯოს პირველი ნახატი |
სავარაუდოა, რომ კარავაჯოს ერთი ყველაზე ადრეულ ნახატს წარმოადგენს: “ბიჭი ხილის კალათით”. ყველაფერი გადმოცემულია საღებავების ერთნაირ სწორ, თანაბარ, სქელ ფერებში, ცალკეული გასმები, რომლებიც შეუძლებელია განასხვავო. ასეთ მხატვრულ მანერაში შესრულებულია მისი სხვა ადრეული ნახატებიც, რომლებიც შინაარსობრივათაც და ხასიათითაც ახლოსაა მის “ბიჭი ხილის კალათით” ნახატთან. სურათში “ვაკხ” მითოლოგიური ღვინის ღნერთი არებულია ცოცხალი კონკრეტული მოდელიდან. ლამაზი ახალგაზრდა, დახატული წელამდე ტიპიურ რომაელ წარმოადგენს. იგი დაუდევრადა დაყრდნობილი ერთ იდაყვზე, ხოლო მეორე ხელიტ აწვდის ღვინით სავსე სასმისს მის მაყურებელს, თითქოს უშუალო კონტაქტს ამყარებს მასთან და შლის საზღვარს რეალურ სივრცესა და იმ სივრცეს შორის, რომელიც გამოსახულია ტილოზე.
სურათში “ავადმყოფი ბიჭი” ისევ ყმაწვილის ნახევრადფიგურული გამოსახულებაა გადმოცემული. არსებობს მოსაზრება თითქოს ეს არის კარავაჯოს ავტოპორტრეტი მის მიერ შესრულებული ავადმყოფობის დროს. კარავაჯო არ სცილდება იმ უბრალო, მჭიდროდ დაკავშირებულ ადამიანის ცხოვრებისა და მისი სულიერი მდგომარეობის ჩარჩოებს, რომელსაც ოსტატურად აფიქსირებს თავის ადრეულ შემოქმედებაში, სადაც ის მიისწრაფის უფრო დრამატული მომენტებისაკენ. ამ მიმართულებით დამახასიათებელია მისი არაჩვეულებრივი ნახატი “ბიჭი ხვლიკის ნაკბენით”. იმავე პერიოდის მთელ რიგ ნახატებში ჩვენ ვხვდებით ქალთა სახეებსაც, რომლებშიც ასევე გამოყენებულია კონკრეტული ცოცხალი მოდელები. ნახატზე “მარია მაგდალინა” წინა პლანზე ჩანს ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ზის ხის დაბალ სკამზე. სცენისა და ხასიათის რეალურობას მთლიანობაში აძლიერებს ის, რომ მაგდალინა ჩაცმულია იმ დროის მდაბიო ქალის სადღესასწაულო კაბაში. ჩვეულებრივ, კარავაჯო თითქმის არ აჩვენებს ადამიანის მდგომარეობას. გოგონას ფიგურა სავსეა შუქით, მასზე ცოტა ჩრდილია, ხოლო მოცულობა კი – ოდნავაა გამოკვეთილი. სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ მაგდალინა ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნამუშევარია.
მის მიერ ცოტა მოგვიანებით შესრულებულ ნახატში “წმინდა ეკატერინე” - სახეში ბევრი მსგავსებაა მაგდალინასთან. ხოლო წმინდა ეკატერინეს მოწამებრივი ცხოვრება ლაპარაკობს იმაზე, რომ ჩვენს წინაშეა რელიგიური სიუჟეტი. სწრაფვა გაძლიერებული გამომსახველობისკენ და ეფექტების მოსახდენად კარავაჯო მიმართავს “მედუზის თავის” გამოსახულებას. თუ “ ნაკბენ ბიჭში” იგრძნობოდა მხატვრის მხრიდან მსუბუქი, მაგრამ მაინც დრამატულ სიუჟეტთან შეჭიდება, სამაგიეროდ აქ ეს ვლინდება უფრო მკვეთრად მითოლოგიური ურჩხულის მედუზა გორგობას სახით. იმავდროულად კარავაჯო ხატავს ნატურმორტს, სადაც გამოყოფილია დამოუკიდებელი ჟანრი. ერთადერთ უტყუარ ნიმუშად ამ ჟანრის სურათებისა წარმოადგენს “ილის კალათა”.კარავაჯოს არც ერთ სურათში არ არის აღბეჭდილი ასეთი მრავალსახეობა მატერიალისტული სამყაროს საგნებისა, აგრეთვე გარდამავლობა ფერთა შუქჩრდილებისა, რომელიც შესრულებილია უდაოდ მაღალი ოსტატობით. მსოფლიო ფერწერაში არ მოიპოვება არც ერთი ნატურმორტი, რომელიც ახლოს იქნებოდა ამ არაჩვეულებრივ, უცნაურ, თავისებურ და განუმეორებელ ნახატთან. ეს შედევრი ნათლად მიგვანიშნებს იმაზე, რომ მხატვარმა მიაღწია შემოქმედებით სიმწიფეს. კარავაჯო არა მხოლოდ რელიგიურ სცენებს, არამედ ჟანრულ ჯგუფებსა და ნატურმორტებსაც დიდი ფორმატის ტილოებზე ასრულებს, როგორც მონუმენტურ-დეკორატიულ სურათებს.
No comments:
Post a Comment