Translate

Thursday, December 20, 2012

ცნობები სურათების შესახებ

კონცერტი
კონცერტი (1595)

კარავაჯომ თავისი პირველი ავტოპორტრეტი დახატა ტილოზე "კონცერტი",რომესლაც სხვა სახელწოდებითაც ("მუსიკოსები")იცნობენ(დაახლ. 1595).იგი უკანა პლანზე მარჯვენა მხარეს დახატული მომღერალია.
მადონა გველით
მადონა გველით (1605)

"ეს სურათი ვულგარულობის,სიწმინდეთა შებილწვის,ურწმუნობისა და ცუდი გემოვნების ნიმუშია.ჩანს,რომ იგი დახატა მხატვარმა,რომელმაც იცის თავისი საქმე,მაგრამ დაბინდული აქვს გონება,შორს არის ღვთისაგან,მისი თყვანისემისა და ყოველი კეთილი აზრისაგან",- წერდა ვატიკანის კურიის ერთ-ერთი კარდინალი,რათა დაესაბუთებინა თავისი უარი ამ ტილოს მიღებაზე,რომელიც აგრეთვე ცნობილია სახელწოდებით "მეჯინიბეთა მადონა".

მეჯინიბეთა საძმოსთვის სურათის დახატვა კარავაჯოს პაპმა პავლე V-მ დაუკვეთა სციპიონე ბორგეზეს მეშვეობით.სურათმა საშინელი სკანდალი გამოიწვია და კარავაჯოსთვის სამუდამოდ დაიკეტა ვატიკანის კარი.
დავითი და გოლიათი
დავითი და გოლიათი (1609-1610)

ამ სულისშემძვრელ სურათში კარავაჯო "წმინდა პეტრეს ჯვარცმის" მსგავსად აღრმავებს კავშირს,რომელიც ჯალათსა და მის მსხვერპლს შორის არსებობს.დავითს,რომელსაც მხატვრის ახალგაზრდა სატრფო ჩეკო განასახიერებს,თმით უჭირავს გიგანტი გოლიათის მოჭრილი თავი,რომელიც თავად კარავაჯოს ავტოპორტრეტია.მთლიანად სურათი საზარელ და შიშის მომგვრელ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ავტოპორტრეტი:
მხატვრის ავტოპორტრეტსი,რომელიც გიგანტი გოლიათის მოჭრილ თავს განასახიერებს,მოჩანს უამრავი იარის ნაკვალევი,რომლებიც მას სიცოცხლის ბოლო წლებში ტანჯავდა.დიდმა ნაიარევმა დაღი დაასვა მხატვრის სახეს მას შემდეგ,რაც უცნობებმა სასტიკად სცემეს ნეაპოლში.



No comments:

Post a Comment